დიპლომატთა კლუბის შეხვედრები

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი რეალობა და უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები – ამ საკითხებზე დღეს სტუდენტებთან ერთად, საქართველოში უკრაინის ელჩმა, საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა და მეგობარ სახელმწიფოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მიხეილ უკლებამ იმსჯელეს.

განხილვებისას მკაფიოდ დაფიქსირდა ახლად არჩეული პრეზიდენტის ზელენსკის მიმართ სიმპატია და მოლოდინი, რომ მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის კვლავ გაგრძელდება. საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ  კორუფციასა და აგრეთვე საგარეო საფრთხეებს რუსეთის სახით, რაშიც საქართველოსა და უკრაინას ალიანსის აუცილებლობას გაესვა ხაზი, მათ შორის ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ მისწრაფებების კუთხით. საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ყოველკვირეული დისკუსია ჟურნალი „დიპლომატის“ ორგანიზებით ტარდება.