დიპლომატის დღე

21:36, 02.11.2026

რადიკალურად შეცვლილი საერთაშორისო დღის წესრიგი და დიპლომატია, პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს – საქართველო დიპლომატიის დღეს აღნიშნავს.

პროფესიული თარიღი ქართველ და უცხოელ ელჩებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
გლობალური კონფლიქტების, გახშირებული გარე ჩარევების და ძალთა ბალანსის მუდმივი ცვლილების ფონზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დიპლომატიის საკვანძო როლზე და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართველი ელჩების პოზიციონირებაზე.

სუვერენიტეტი, თანასწორობა, ჩაურევლობა და ურთიერთპატივისცემა – დიპლომატიის მთავარი პრინციპები დღეს საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ ელჩებსაც შეახსენეს – ანა ბროლაძე გიამბობთ.

მსგავსი