დიპლომატიის გამოწვევა

კი, არა, პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავება ან სხდომაზე საერთოდ არგამოცხადება – ამ ოთხი გზიდან გაეროს წევრ 193 ქვეყანას ერთ-ერთი უნდა აერჩია. ეს ის დღე იყო, როცა დიპლომატებს განსაკუთრებული დიპლომატიის გამოვლენა სჭირდებოდათ. საქართველომ ოთხი ვარიანტიდან არჩევანი მეოთხეზე გააკეთა და ჩვენი ქვეყნის ელჩი 20 ქვეყნის მსგავსად გუშინდელ სხდომაზე საერთოდ არ მივიდა. გადაწყვეტილების მიზეზი ყველასთვის გასაგებია, რადგან  დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ გაეროს წევრები დილემის წინაშე დააყენა.

მოახერხა თუ არა საქართველომ ბეწვის ხიდზე ღირსეულად გავლა – თბილისში გაკეთებული არაერთგვაროვანი შეფასებები მარიამ მენაბდემ მოისმინა.