დიპლომატებთან შეხვედრა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებმა დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან უკანონო ბორდერიზაციასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში ქართველთა გენოციდს ახორციელებს. „ლეიბორისტები“ საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპანტის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას თხოვენ.