დიპლომატები ქართველი მედიკოსის დატყვევების ფაქტს ეხმაურებიან

დიპლომატები ქართველი მედიკოსის დატყვევების ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ევროკავშირის ელჩი საქართველოში საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ექიმი. კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საქმეში და ზეწოლას მომავალშიც გააგრძელებს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საპატიმროში ყოფნასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩმაც. დიპლომატი ამბობს, რომ მომხდარით შეშფოთებულია და იმედოვნებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება, ექიმ გაფრინდაშვილს უახლოეს ხანში გაათავისუფლებს.