საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში დინამო თბილისმა საბურთალოს უმასპინძლა.
დინამო არენაზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სანახაობრივი გამოდგა.
მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. საბურთალოს ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა დემეტრე ბულისკერიას ულამაზესი გოლი გაუტანა და სტუმრები დააწინაურა. გაშვებული გოლის შემდეგ, დინამო ბევრს ეცადა, მაგრამ ანგარიში ვეღარ შეცვალა. ამ მოგებით საბურთალო გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდა.