დიმიტრი ხუნდაძის ღია წერილი

დიმიტრი ხუნდაძე მორიგ წერილს აქვეყნებს. დეპუტატი წერს – „არავის ეგონოს, რომ ჩვენ მხოლოდ ოთხნი ვართ, ამას მალე დაინახავს საზოგადოება. ოთხეულმა კი არ დაასრულა მოღვაწეობა, ოთხეული ახლა იწყებს“.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე გუშინ, მათ მიმართ გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დეპუტატებმა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგეს და ის გათვლილი იყო სწორედ იმ შედეგზე, რასაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის სახით მიიღებს.