დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს და ევროკავშირის გადაწყვეტილებას აფასებს. განცხადებას პარლამენტი ავრცელებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, ხალხში ერთი პროცენტი მხარდაჭერით, ბრალს გვდებს „ქართული ოცნებიდან“ გასულ სამ დეპუტატს, თითქოს ომის თემა რუსული ნარატივია. როგორც ვაშაძეს, ასევე სხვა ოპოზიციონერებს ძალიან სურთ, რომ პოლიტიკური ამნეზია დამართონ ხალხს, მაგრამ საბედნიეროდ, მათ ყველაფერი კარგად ახსოვთ.
რაც შეეხება რუსულ ნარატივს, არა მხოლოდ ნარატივი, არამედ ქართული ოპოზიციის ნაწილი რუსული პოლიტიკის უბადლო შემსრულებლები იყვნენ წარსულშიც და ასეთებად რჩებიან ახლაც. რუსული ფულითაც ფინანსდებიან და მათთვის სასარგებლო არეულობასაც უწყობენ ხელს ჩვენს ქვეყანაში,“ – ნათქვამია განცხადებაში.
დიმიტრი ხუნდაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის სასარგებლო აღმოჩნდა ევროკომისიის ის გადაწყვეტილება, რითაც საქართველოს კვლავ აგრესორს უტოვებენ. „დაჩქარებული წესით განაცხადის შეტანას, წინასწარვე გადაწყვეტილ უარს, ხალხის ცრუ მოლოდინებსა და დეკემბრისთვის იმედგაცრუების პიკს, ვერშემდგარი რევოლუციის ახალი ეტაპისთვის იყენებენ. მივმართავ სცენარის ავტორებს დასავლეთიდან ჩრდილოეთამდე, გააჩერეთ თქვენი ხელის პოლიტიკოსები, თორემ შედეგი ყველასთვის იქნება ძალიან მძიმე, – ნათქვამია განცხადებაში.