დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორების გამოკითხვა

პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, დღეს სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს სამი პარტნიორი გამოჰკითხეს.

მთავარ პროკურატურაში მოწმეებს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი. სამივე მათგანი მარიამობის დღესასწაულზე გამოცემულ შეწყალების აქტთან კავშირს უარყოფს.