„დიმიტრი ერმაკოვი ირანში“

ცნობილი ფოტო-ხელოვანის მიერ ფირზე აღბეჭდილი ირანის ყოველდღიური ყოფა ისტორიის მუზეუმში გაცოცხლდება.

„დიმიტრი ერმაკოვი ირანში“, – ასე დაარქვეს გამოცემას, რომლის პრეზენტაცია 15 ნოემბერს იგეგმება. წიგნში ის უნიკალური ფოტო-მასალაა თავმოყრილი, რომელიც საქართველოში მოღვაწე და მსოფლიო მასშტაბით აღიარებულმა ფოტოგრაფმა ირანის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობის დროს გადაიღო. მის ობიექტივში მოხვედრილი არქიტექტურული ძეგლების თუ ნაგებობების ნაწილი უკვე დღეს აღარ არსებობს. ახალი გამოცემა ისტორიის მუზეუმის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.