დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღნიშნა

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებაზე აუქციონის წესით გაიყიდა ცნობილი ქართველი ხელოვანების შემოწირული ნახატები და ნივთები, მათ შორის იყო რუსუდან ფეტვიაშვილის, ზურა გომელაურის, ბუბა არაბულის, ოლეგ ტიმჩენკოს, ქეთი მატაბელის, ნინო ჩაკვეტაძის, გია ბუღაძის ნამუშევრები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ ნაჩუქარი წიგნი, გურამ დოჩანაშვილის ხელნაწერი, გია ყანჩელის პარტიტურა, ელდარ შენგელაიას ყაბალახი ნაქარგი ავტოგრაფით, სულ 12 ლოტი, რომელსაც კონკრეტული ბენეფიციარის სახელები ერქვა.

შემოსულ თანხას ფონდი შვილობილების და ბერი ანდრიას ფონდის ინიციატივით დაწყებული სარეაბილიტაციო ცენტრის  „ბედნიერი სახლის“ მშენებლობისთვის გამოყოფს. საღამოს ფონდის დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის  წარმომადგენლები დაესწრნენ. ფონდის სპონსორებს თანადგომის ჯილდო გადაეცათ, გაიმართა ფონდის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაციაც.

 

დატოვე კომენტარი