დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები

დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. პროცესი ამ დრომდე გრძელდება. თოვლწმენდის სამუშოები სრულად განხორციელდა 12 და მიმდინარეობს 15 სოფელში. ასევე მიმდინარეობს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ქალაქ ამბროლაურში და მუნიციპალიტეტის 10 სოფელში. სამუშაოები, როგორც გზების წმენდის მიმართულებით, ისე ელექტროენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.