დიდთოვლობა ევროპაში – შეფერხებულია სარკინიგზო და ავიამიმოსვლა
უამინდობა ევროპის ქვეყნებში.
ძლიერი თოვის გამო რამდენიმე ქვეყანაში საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა პარალიზებულია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა საფრანგეთსა და ნიდერლანდებში, სადაც ავიარეისებიც გაუქმდა. ყინვების გამო გაიზრდა ავტოსაგზაო შემთხვევებიც მაჩვენებელი. საფრანგეთში არის მსხვერპლიც. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შეუქმნა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიასაც. ცალკეულ ქალაქებსა და რაიონებში შეწყდა სასწავლო პროცესი, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდება.