დიდთოვლობა ამბროლაურში

18:17, 01.03.2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის გზები გაწმენდილია სოფლების ცენტრალურ, ასევე ძირითად საუბნო გზებზე. შესაბამისად, გადაადგილება მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითქმის ყველა სოფელში შეუფერხებლად ხორციელდება. ელექტროენერგია კი მუნიციპალიტეტის 68-ვე სოფელს სრულად მიეწოდება.

მსგავსი