დიდთოვლობა აჭარაში

დიდთოვლობაა აჭარაშიც. ამ დროისთვის ბათუმში აღარ თოვს, თუმცა პრობლემები ისევ რჩება. დიდთოვლობის გამო გართულებულია გადაადგილება, შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში, დაზიანებულია 1000 მმ-იანი წყალმომარაგების ცენტრალური მილი, აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს და წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რათა წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით შეფერხებები არ იყოს.