„დიდი შვიდეულის“ ვიდეოკონფერენცია

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ოფიციალური კიევისთვის გაწეულ დასავლურ მხარდაჭერას განიხილავენ. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ვირტუალური შეხვედრის მასპინძელი გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი იქნება, ხოლო უკრაინის პირველ პირებს მის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიაწვდის ინფორმაციას.
გამოცემა „გარდიანის“ თანახმად, მოსალოდნელია, რომ განიხილება რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება ან სულ მცირე, იმ უზარმაზარი ეკონომიკური სასჯელის გამკაცრება, რომელმაც უკვე დააზარალა რუსეთი. გარდა ამისა, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაც გაიმართება.
ისინი ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავენ, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას უნდა მოიცავდეს.