დიდი შვიდეულის სამიტი

რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გამო დიდი შვიდიანის სამიტმა წელსაც რუსული დელეგაციის გარეშე ჩაიარა. ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ხუთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება უკან წაიღონ და რუსული მხარე სამიტზე დააბრუნონ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მწვავე რეაქციები მოჰყვა.

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში გამართულ შეკრებაზე მთავარი თემა ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილი ხანძარი და სტიქიასთან ბრძოლის გზების დაგეგმვა იყო.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის კერების ლიკვიდაციისთვის დიდი შვიდიანის ლიდერები 20 მილიონ ევროს გამოყოფენ.

სამიტს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთი მოულოდნელობა ფრანგულ საკურორტო ქალაქში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა იყო.