დიდი შვიდეულის სამიტი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი იქნება მთავარი თემა დიდი შვიდეულის სამიტზე, რომელიც დღეს კანადაში დაიწყება. ადგილზე უკვე იკრიბებიან ლიდერები. კანადაში ჩავიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტები. ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დიდი შვიდეულის სამიტზე 17 ივნისს უკრაინის საკითხის განხილვა იგეგმება, ამ შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს. მედიის ცნობით, სამიტის ფარგლებში, შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც შედგეს.