„დიდი შერიგება“

კიდევ ერთი პოლიტიკური შერიგება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ამჯერად საკმაოდ მძიმე პოლიტიკური დაპირისპირება და წყენა ირაკლი ოქრუაშვილმა დაივიწყა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს სახლში უმასპინძლა.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ირაკლი ოქრუაშვილი ვაშაძეს წარმატებებს უსურვებს და აცხადებს, რომ  ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იქნება, თუმცა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა.

ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, შემდეგ ოპოზიციაში გადასული, დაკავებული, ქვეყნიდან იძულებით დეპორტირებული ოქრუაშვილის შეხვედრა ყოფილ თანაგუნდელთან – მწვავე დაპირისპირებებითა და ურთიერთბრალდებებით სავსე პოლიტიკურ წარსულს თვალი თამარ წიკლაურმა გადაავლო.

 

დატოვე კომენტარი