პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე. კონკრეტულად კი 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიებით დადგენილია, რომ ავსტრიის მოქალაქემ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები საჭირო საქონლის მიწოდებაში დაარწმუნა.
შეთანხმების შესაბამისად, ბრალდებულის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე, თავდაპირველად 1 120 000 ევრო, ხოლო მოგვიანებით განხორციელდა კიდევ რამდენიმე ჩარიცხვა. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, ყალბი დოკუმენტები გამოიყენეს. გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური, თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.