დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი

სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს – ბრალდებული სოციალური ქსელის მეშვეობით, კონკრეტული თანხის გადახდის სანაცვლოდ, მსურველებს საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვას სთავაზობდა და მათ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ვიზების გაცემას პირდებოდა. ბრალდებული სულ 26 ფიზიკური პირის კუთვნილ თანხას დაეუფლა. დანაშაული 6-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.