საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.
„ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ელჩმა უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა დიდი ბრიტანეთის დაზვერვას უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მსგავსი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. „პირდაპირ პასუხს გაგცემთ – არა“, – უპასუხა მარკ კლეიტონმა. მისი შეფასებით, საქართველო თავის როლს ასრულებს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში.