დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან თანამშრომლობას აღრმავებს 

21:36, 29.01.2026

ამერიკის მოწოდების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან ურთიერთობას აძლიერებს.

რვა წლის შემდეგ დღეს პირველად გაერთიანებული სამეფოს და ჩინეთის პირველი პირები ერთმანეთს შეხვდნენ. კირ სტარმერის ვიზიტი კონკრეტული შედეგებით დასრულდა – გაფორმებულია ათი ხელშეკრულება, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მხარეები ჩინეთში ბრიტანული პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზე შეთანხმდნენ. დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის ჩინეთი უვიზო რეჟიმსაც დააწესებს. სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან კავშირების ზრდას დიდი ბრიტანეთის პრემიერი ეროვნულ ინტერესად აცხადებს. სტარმერს პეკინში თან მსხვილი ბიზნესმენების ჯგუფიც ახლავს პოტენციური საინვესტიციო პროექტების განსახილველად. გაერთიანებული სამეფოს მეთაურის ვიზიტს წინ უსწრებდა დონალდ ტრამპის განცხადებები, სადაც მან დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მსგავსი