დიალოგის გაგრძელებისკენ მოწოდება

ევროპარლამენტიდან ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

ვიცე-პრეზიდენტმა დღეს ევროპარლამენტს პირდაპირ მიმართა, რომ შეხვედრების ინიციატორი იყოს და მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევას ხელი შეუწყოს. საარჩევნო სისტემაზე სასაუბროდ და კომპრომისულ ვარიანტზე შესათანხმებლად ოპონენტებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნება სთხოვა მმართველმა პარტიამაც. დიალოგის გასაგრძელებლად პროცესში ერთვება პრეზიდენტიც. თუმცა მეხუთე რაუნდის გამართვა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომელმაც შეხვედრები გიგი უგულავას დაკავების შემდეგ შეწყვიტა, დიალოგის განსაახლებლად ხელისუფლებას კონკრეტულ პირობებს უყენებს.