დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წელი გავიდა.

საიუბილეო თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. გამსახურდიას ფოტოების, წიგნებისა და ინტერვიუების გამოფენას მასპინძლობს დილიდან ეროვნული ბიბლიოთეკა. განათლების სამინისტრო კი უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას აწესებს, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა.

დაგეგმილია სპეციალური საღამოც, რომელიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და მისი 80 წლის იუბილეს ეძღვნება ღონიძიებები რეგიონებშიც. გადაწყვეტილება დღევანელი თარიღის დაგეგმვასთან დაკავშირებით სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო.