დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. კენჭისყრა ტარდება 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, ჯამში ექვსი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ.

ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბიულეტენებში ოპოზიციური კანდიდატების გვარები მაინც არის შეყვანილი. დღის განმავლობაში ამომრჩევლებს 1 914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში, შექმნილი ცხრა უბანი მოემსახურება.

საარჩევნო უბნები ეს წუთია გაიხსნა. სალომე ქოქიაშვილი მთაწმინდის საარჩევნო უბნიდან გვიერთდება პირდაპირ ეთერში – 31 ოქტომბრის არჩევნებზე დილის რვა საათიდან მივიდნენ ამომრჩევლები უბნებზე, რა ხდება ამჯერად, არის თუ არა უკვე ამომრჩეველთა აქტივობა.