დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება

დღეს გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება. სამდღიან კონფერენციაზე დაგეგმილია მსოფლიოს 60-მდე ლიდერის შეკრება. როგორც მოსალოდნელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. კონფერენციას გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახსნის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.

ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურუსლა ფონ დერ ლაიენი. მიუნხენის კონფერენციას დაესწრება ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. აღსანიშნავია, რომ მისი თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებული გახდა, ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნებულიყო. მარკო რუბიო გერმანიაში სხვა თვითმფრინავით გაემგზავრება.