დღეს ხორციელის კვირა დასრულდა

საეკლესიო კალენდრის თანახმად, დღეს ხორციელის კვირა დასრულდა და ორშაბათიდან ყველიერის კვირა იწყება, რომელიც დიდი მარხვისთვის მოსამზადებელი პერიოდს დაასრულებს.

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად წირვა-ლოცვა აღადგინა და მრევლი დალოცა.

საკვირაო ქადაგება ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ წაიკითხა. ქადაგებაში მღვდელმთავარმა მრევლს მარხვის მოსამზადებელი პერიოდის შესახებ მიმართა და ერთიანობისკენ მოუწოდა.

დიდ მარხვას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 8 აპრილს დაასრულებს.