"მე დღეს გამარჯვებული ვარ" - დეკრიმინალიზაციის ამბის მთავარი გმირი, გივი შანიძე
"მე დღეს გამარჯვებული ვარ" - დეკრიმინალიზაციის ამბის მთავარი გმირი, გივი შანიძე

“მე დღეს გამარჯვებული ვარ” – ეს ფრაზა გივი შანიძეს ეკუთვნის, რომელსაც კრიმინალის სტატუსი მოეხსნა. ყველაფერი სარჩელის მომზადებით დაიწყო, მან საკონსტიტუციო სასამართლოს მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმართა.

სარჩელი დაკმაყოფილებულია. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლებაა, თავად შეარჩიოს განტვირთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მარიხუანის მოხმარება.

ერთ დროს ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი ამბავი მნიშვნელოვანი ცვლილებების სათავე გახდებოდა. გივი მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. ახლა ქუჩაში ნასამართლევი ადამიანის ნაცვლად, თავისუფალი და გამარჯვებული გივი შანიძე მიაბიჯებს. ცხოვრების ამ ნაბიჯების შესახებ კი, დეკრიმინალიზაციის ამბის მთავარი გმირი პროექტში “თქვი” საუბრობს.