დევიდ ლინჩის კინომისტიკა  

ამერიკელი კინორეჟისორი და საპატიო ოსკარის მფლობელი დევიდ ლინჩი გარდაიცვალა.

ხელოვანის ბოლო მნიშვნელოვანი პროექტი სერიალი „თვინ პიქსი – დაბრუნება” იყო. კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმისა“ და ვენეციის ფესტივალის საპატიო „ოქროს ლომის“ მფლობელი სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. ჩვენი არქივი ინახავს 2017 წელს საქართველოში მისი ვიზიტის ამსახველ კადრებს. მაშინ რეჟისორი თბილისს საკუთარი ფონდის მისიით ესტუმრა.