აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს ახალ პრემიერს ტელეფონით ესაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა. „დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი.