დეპუტატის უფლებამოსილება და სასამართლოს გადაწყვეტილება

ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გასაჩივრდება. საჩივარს ამზადებს პროკურატურა, რომელიც პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატი კი კონსტიტუციის ნორმების დარღვევას ხედავს იმ დათქმებში, რითაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-მონაწილეობაში ბრალდებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. იგულისხმება დათქმები, რომლის მიხედვით დეპუტატს სახლიდან გასვლა გამომძიებლებთან შეთანხმების გარეშე არ შეუძლია, მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთებაც ეკრძალება. სწორედ ადვოკატის ამ განცხადებების გამო გაჩნდა კითხვა, რას დაუჭირა ორი დღის წინ უმრავლესობის 91-მა დეპუტატმა მხარი-მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას თუ სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას.