საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პარლამენტის წევრებს უმასპინძლეს.
დეპუტატები თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების საკითხზე. თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2025 წლის იანვრიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან.