დეპუტატები მერკელის ვიზიტის შედეგებს აფასებენ

ანგელა მერკელის თბილისში ვიზიტის შედეგებით კმაყოფილები არიან კანონმდებლები, რომელთა აზრითაც, გერმანიასთან გაღრმავებული ურთიერთობები საქართველოს სამომავლო წარმატებების წინაპირობაა. პარლამენტარების თქმით, კანცლერის გზავნილები გერმანიის მხარდაჭერის დემონსტრაციაა და საქართველო ამ პოზიტიურ ინერციას საქმიანი ნაბიჯებით უნდა გაყვეს. განსაკუთრებით დიდ მიღწევას პოლიტიკოსები ანგელა მერკელის შეფასებას ანიჭებენ. მერკელმა  რუსეთ-საქართველოს კონტექსტში სიტყვა ოკუპაცია ახსენა. ოპოზიციაში საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტების გამოყოფასა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერაზე მიღებულ დაპირებებს გამოჰყოფენ და იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გონივრული ნაბიჯებით გააგრძელებს გერმანულ მხარესთან ამ თემაზე მუშაობას.