„დეოლიგარქიზაციის შესახებ“კანონპროექტი

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“კანონპროექტს ვენეციის კომისიაში, სავარაუდოდ, დღეს გადააგზავნის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნების“ ვერსიაზე მეორე მოსმენით გუშინ იმსჯელა და მას მხარი დაუჭირა. უმრავლესობამ პროექტის კორექტირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელა და ცვლილებები რამდენიმე ახალი დეტალით დააბრუნა. კერძოდ, პირს ოლიგარქად მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო აღიარებს. ასევე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად აღიარებულ პირებს პოლიტიკური პარტიებისა და საპროტესტო აქციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ. გუშინვე, იურიდიულ კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებაც განიხილეს, უმრავლესობამ ოპონენტების პროექტი არ გაიზიარა.