დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა

ევროკომისიის მეხუთე პუნქტი ერთ-ერთ მთავარ სადავო რეკომენდაციად რჩება.

საუბარია პუნქტზე, რომლითაც ევროკომისია საქართველოს დეოლიგარქიზაციის და ეკონომიკურ-პოლიტიკურ-საჯარო ცხოვრებაზე პირადი ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის ვალდებულებას აკისრებს. „ქართული ოცნების“ მიერ ნაპოვნი გზა, ანუ უკრაინაში უკვე მიღებული კანონმდებლობის ქართულად თარგმნა ქართულ რეალობას არ ერგება ოპოზიციისთვის. არგუმენტად ვენეციის კომისიიდან ერთი კვირის წინ გამოგზავნილი დასკვნაც მოჰყავთ, სადაც მთავარი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ პრობლემის მოსაგვარებლად უფრო სისტემური მიდგომა გამოიყენოს და არა პერსონალური. მოთხოვნილია ოლიგარქის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო კრიტერიუმების დაზუსტებაც. თუმცა, ვენეციის კომისიის შეფასება ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების მხრიდან დღემდე სხვადასხვანაირად იკითხება.