დეოლიგარქიზაციის სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენითაც მიიღეს.
ოლივერ ვარჰეის ვიზიტის შემდეგ ოპოზიციას აინტერესებს, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ევროკომისრის რეკომენდაციას და გაგზავნის თუ არა მიღებამდე დოკუმენტს შესაფასებლად ვენეციის კომისიაში. მმართველი გუნდი ოპონენტებს ახსენებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის მიერ უკვე მიღებული კანონი, რომელიც პირდაპირ თარგმნეს, ვენეციის კომისიის შეფასებას უკვე ერთი წელია ელოდება. „ქართული ოცნება“ შეფასების გაჭიანურების მიზეზების გარკვევას გეგმავს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, გაიგზავნება თუ არა უკრაინული კანონმდებლობის ქართული ანალოგი კომისიაში.