დემონსტრაციები ერაყში და 100 გარდაცვლილი

21:42, 07.10.2019

ერაყში ვითარება ყოველდღიურად უკონტროლო ხდება.

მთავრობის მიერ შეთავაზებულმა სოციალურმა პროგრამამ საპროტესტო მუხტი ვერ დააცხრო. ქვეყნის სათავეში შარშან ჩატარებული არჩევნებით მოსული მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების და უსაფრთხოების ძალების მიერ გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალგაზრდები ისევ ქუჩაში დგანან და მძიმე სოციალურ ფონს, უმუშევრობას და კორუფციის აპროტესტებენ.

ოფიციალური მონაცემებით, მასობრივი არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100 აჭარბებს.

მსგავსი