დემოკრატიის დაფინანსება

2019 წლიდან დონორები საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნებისთვის დახმარებას გაზრდიან. შედარებით სტაბილური და განვითარებადი სახელმწიფოებისთვის კი დაფინანსება შემცირდება.

დემოკრატია განვითარებადი ქვეყნებისთვის და სიღარიბის დაძლევა კონფლიქტისა და ჰუმანიტარული კრიზისის ზონებში, – ეს დონორი ქვეყნების მთავარი ამოცანაა.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების გასამტკიცებლად მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დონორი სახელმწიფოები განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად ათობით მილიარდ დოლარს ხარჯავენ.

ქეთი თუთბერიძე დაინტერესდა, როგორ ფინანსდება დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება განვითარებად სამყაროში?