დემოგრაფიული სტატისტიკა
საქართველოში საგანგაშო დემოგრაფიული სტატისტიკა ნარჩუნდება – ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი ისევ გაუარესდა.
საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 200-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. ამასთან, 2026 წლის პირველ ექვს თვეში თითქმის ხუთი ათასით ნაკლები ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. სტატისტიკა მიანიშნებს მოსახლეობის დაბერების პროცესზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდაზმული ადამიანების წილი იზრდება, ბავშვებისა და ახალგაზრდების რაოდენობა კი მცირდება. შობადობის კლებას სპეციალისტები გლობალური ტენდენციებით ხსნიან, რაც ოჯახის ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებას უკავშირდება, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, ექსპერტები ვითარების გამოსწორებას პროგნოზირებენ.