დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები დააკავეს

პროკურატურამ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.

ისინი უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მელაშვილი ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ილიჩოვა კი შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორია.

გიორგი კობერიძე განავრცობს თემას.