დეკანოიძის განცხადება – გამოხმაურება

18:20, 17.11.2026

ხატია დეკანოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით, სასამართლო მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და პროფესიული კომპეტენციის შემოწმების ინიციატივის განხილვისას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პოზიციას იმეორებს. დეკანოიძის განცხადებით, ინიციატივა დაახლოებით 60 მაღალი თანამდებობის მქონე მოსამართლის შემოწმებას ითვალისწინებდა და მისი მიზანი, სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების გაზრდა იყო. მისივე თქმით, პროცესში პარლამენტის ზედამხედველობით, ადგილობრივი და საერთაშორისო იურისტები უნდა ჩართულიყვნენ. ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რუსული პროპაგანდისტული ნარატივის გამეორებაშიც დაადანაშაულა. აღნიშნულ საკითხს გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში. მათი შეფასებით, ვეტინგი და მოსამართლეების შეურაცხყოფა, კვლავ გარე ძალებისათვის თავის მოწონებას ემსახურება.

მსგავსი