დედოფლის უკანასკნელი გზა ვესტმინსტერის სააბატოდან დაიწყო

21:07, 19.09.2022

სამეფო პროტოკოლი, ღვთისმსახურების წინ 96-ჯერ დარეკილი ზარი, სროლა ქვემეხებიდან, სამგლოვიარო ცერემონია საზღვაო ძალების მეზღვაურების მონაწილეობით, დედოფლის სასახლეზე დაწყობილი ელისაბედ მეორის გვირგვინი და სხვა ატრიბუტები, ეროვნული ჰიმნი, – ეს პირველი შემთხვევაა, როცა დიდი ბრიტანეთის მონარქის დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია ხდება.

პირდაპირ ეთერში პირველად გადაიცემოდა მისი ტახტზე ასვლის ცერემონიაც 69 წლის წინ. ელისაბედ მეორე ტახტზე 1952 წელს ავიდა მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ. მანამდე, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის არმიის ქალთა დამხმარე სამსახურს შეუერთდა, სადაც მუშად და მექანიკოსად მუშაობდა, ასევე მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში. ჰყავდა 30-ზე მეტი კორგის ჯიშის ძაღლი, რომლებიც განსაკუთრებულად უყვარდა. გაერთიანებულ სამეფოში უკვე 10 დღეა, გლოვაა გამოცხადებული. ყველა თანხმდება, რომ ათწლეულების განმავლობაში დედოფალი სტაბილურობის სიმბოლო და საკუთარი ქვეყნისა და ხალხისადმი ერთგულად მსახურების მაგალითი იყო.

მსგავსი