ჯანდაცვის მინისტრმა გაგუას კლინიკაში მყოფ დედებს, დედების დღე მიულოცა. ითქვა, რომ სახელმწიფო, შობადობის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს. ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება მშობიარობა, ანტენატალური ვიზიტები, ორსულებისა და ახალშობილთა სკრინინგი. გარდა ამისა მოქმედებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა.