დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება გრძელდება

დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება გრძელდება.

თბილისის ახალი მერი თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, ამჯერად წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მივიდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

თბილისის მერი მოსახლეობას შეხვდა და გადასასვლელებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები მათთან ერთად განიხილა.