დედაქალაქში კიდევ ერთი ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება – თბილისის მერია პეკინის გამზირის და მიმდებარე ტერიტორიების განტვირთვას გეგმავს, ადგილობრივი მოსახლეობა პარკირების უფასო ზონით ისარგებლებს; მოქალაქეებისა და ექსპერტთა შეფასებები

21:38, 15.07.2020

ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისის კიდევ ერთ ქუჩაზე ამოქმედდება.

ორბელიანის და კოტე აფხაზის ქუჩების შემდეგ სისტემა ამჯერად პეკინის გამზირზე და მიმდებარე რამდენიმე ქუჩაზე დაინერგება. ამ ტერიტორიაზე ერთი საათით მანქანის გაჩერება ერთი ლარი ეღირება. გამონაკლისია ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე შშმ პირები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების პარკირება უფასოდ შეეძლებათ. თუმცა, ამ უფლებით სარგებლობისთვის ავტოტრანსპორტის წინასწარ რეგისტრირებაა საჭირო.

მსგავსი