დედაქალაქსა და რეგიონებში დამონტაჟებულ ეკრანებზე პატრიარქის შესახებ ვიდეორგოლი ტრიალებს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე პატრიარქის ქადაგებებიდან ამონარიდებია განთავსებული. საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება და ეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებშიც ჩანს.

დედაქალაქსა და რეგიონებში, ათეულობით  ლოკაციაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე პატრიარქის შესახებ ვიდეორგოლი ტრიალებს. მათ შორის არის რესპუბლიკის მოედანი, ფილარმონია, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია და სხვა ხალხმრავალი ლოკაციები. ეკრანებზე ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟები გადის. ვიდეორგოლი ეკრანებზე 22 მარტის ჩათვლით დარჩება.