დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომა

კახა კალაძემ არჩევიდან თვენახევრის სამუშაო შეაჯამა. თბილისის მერმა ყურადრება პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. საუბრი შეეხო ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას, რომელზეც 52 მილიონი ლარი დაიხარჯება. მერიის პრიორიტეტებს შორის არის ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, საცხოვრებელი ფართების დაკანონება, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები, უკანონო მშენებლობების საკითხი. კახა კალაძემ მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მათ შორის 19 კომისიისა და ზონალური საბჭოს გაუქმებაზე.

დატოვე კომენტარი