დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტს ოპოზიციის მხრადაჭერა არ ექნება

თბილისის საკრებულოში ერთ საათში დაიწყება სხდომა, რომელზეც დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.

ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციის მხრადაჭერა არ ექნება. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში მათი წინადადებები გათვალისწინებული არ არის, დოკუმენტი კი ძირეულად არ შეცვლილა და ის მოქალაქეთა პრობლემების მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს.

ოპოზიციური პარტიები ქალაქის მერს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ კახი კალაძე ფინანსურ დოკუმენტს თავად არ წარადგენს.

მთავარი მომხსენებელი საკრებულოში ვიცე-მერი იქნება.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ კახი კალაძეს ბევრი საქმე აქვს და იმ შოუში მონაწილოებას არ მიიღებს, რომლის დადგმაც ოპოზიციას სურს.

დატოვე კომენტარი