დედაქალაქი თბილისობას ზეიმობს. სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებები უკვე მეორე დღეა რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში ეწყობა სხვადასხვა გასართობი და საბავშვო აქტივობა. განთავსებულია ფოტოზონები, გამოფენები და კვების ობიექტები. პატარებისთვის იმართება კონცერტებიც. ორბელიანის მოედანზე კომპანიების მიერ გამოფენილი სხვადასხვა პროდუქტები დღეს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა შვილებთან ერთად დააგემოვნეს.